კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კი პირველზე
კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კი პირველზე. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 9 სახელმწიფოს, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანას. ამ ახალი ინდექსის მიხედვით, 180 ქვეყანას შორის საქართვველო 41-ე ადგილზეა. ოფიციალურ მონაცემებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცენტრალური, ბერლინის ოფისი აქვეყნებს, ორგანიზაციის ქართული ფილიალი კი ქვეყნის პროგრესის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას ცდილობს. თბილისის ორგანიზაციაში ამბობენ რომ 116-ე ადგილზე მყოფი უკრაინა უფრო წარმატებით ებრძვის კორუფციას, ვიდრე საუკეთესო ოცეულში მყოფი საქართველო.
