უკრაინა დასავლეთის დახმარების პირველ ეტაპზე 120 ან 140 ტანკს მიიღებს
უკრაინა დასავლეთის დახმარების პირველ ეტაპზე 120 ან 140 ტანკს მიიღებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. კულებას თქმით, ეგერეთ წოდებულ სატანკო კოალიციაში 12-ი სახელმწიფო შედის. უკრაინას ახალი მძიმე ტექნიკა რაც შეიძლება სწრაფად სჭირდება, თუმცა მათი ნაწილი უკრაინაში მხოლოდ მარტის ბოლოს ჩავა. კიევი დასავლეთს, ტანკებთან ერთად, მოიერიშე თვითმფრინავებსაც სთხოვს. ამ ფონზე ნატოს წევრი ზოგიერთი სახელმწიფო უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების გადაცემაში საფრთხეს ხედავს. ოფიციალური მოსკოვი ალიანსს ომში მეტად ჩარევის გამო უკვე ღიად ემუქრება.
