რადიკალების დესტრუქცია ევროინტეგრაციის გზაზე
ქვეყნის ევროპული მომავალი და 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება რომ საქრთველოს ხელისუფლების პრიორიტეტია, ამას დასავლეთში მმართველი გუნდის წარმომადგენელთა და თბილისში მაღალი რანგის ევროპელი ლიდერების ვიზიტებიც ადასტურებს. ქართული ოცნების თავმჯდომარემ და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპაში დღესაც, მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს, ოპოზიციის ნაწილი კი მხოლოდ საბოტაჟის მოწყობას ცდილობს. მთავარი ევროპული მოწოდება პოლარიზაციის დასრულების შესახებ რადიკალებისთვის არაფერს ნიშნავს. მათი მთავარი პრიორიტეტი არა ქვეყნის, არამედ ვიწრო პარტიული ინტერესებია. მიუხედავად ხელისუფლების მზადყოფნისა, პოლიტიკური დეპოლარიზაცია ვერ ხერხდება და ევროპული რეკომენდაციების პირველი პუნქტიც ამ დრომდე შეუსრულებელია.
სიუჟეტის ავტორი: ნათია სონღულაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
