გაერთიანების ნაცვლად, დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები
გაერთიანების ნაცვლად, დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები - არჩევნებიდან მეორე დღეს ლევან ხაბეიშვილმა თანაგუნდელების კრიტიკა დაიმსახურა. მას პოპულისტური განცხადებები დაუწუნეს. პარალელურად, პარტიაში საკადრო წმენდა მიმდინარეობს. დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავჯდომარის თანამდებობა დატოვა ხატია დეკანოიძემ. ის ახალი თავმჯდომარის სტრატეგიას არ ეთანხმება. ახლა რადიკალები კიდევ ერთი არჩევნებისთვის, პოლიტსაბჭოს დაკომპლექტებისთვის ემზადებიან. აქაც პროცესებს კულუარებში მყოფი არაფორმალური მმართველები, ვანო მერაბშვილი და დავით კეზერაშვილი წარმართავენ.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
