საქართველოს პროგრესი
საქართველოს პროგრესი - ჩვენი ქვეყანა „კორუფციის აღქმის ინდექსში“ ევროპის საუკეთესო ოცეულშია, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში კი პირველ ადგილზე. საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 9 სახელმწიფოს, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და დასავლეთ ბალკანეთის ყველა ქვეყანას. ოფიციალურ მონაცემებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცენტრალური, ბერლინის ოფისი აქვეყნებს. შესაბამისად, გაუგებარია რას ემსახურება "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მანიპულაცია. საერთაშორისო ორგანიზაციის ქართული ფილიალი ეკა გიგაურის ხელმძღვანელობით, ქვეყნის პროგრესის უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას ცდილობს, რაც რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს ემთხვევა. გიგაური დღეს „იმედის“ გადამღებ ჯგუფს დაემალა.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
