ნატო იაპონიასთან პარტნიორობას კიდევ უფრო გააძლიერებს
ნატო იაპონიასთან პარტნიორობას კიდევ უფრო გააძლიერებს. ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იაპონიაში ვიზიტის დროს განაცხადა. იენს სტოლტენბერგის განმარტებით, იაპონია ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საიმედო პარტნიორია. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იაპონიაში ირუმას ავიაბაზას ესტუმრა, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და აღჭურვილობა დაათვალიერა. იენს სტოლტენბერგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდება.
