შრომის ინსპექციის სამსახურმა საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაცია გამართა
შრომის ინსპექციის სამსახურმა საკონსულტაციო ცენტრის პრეზენტაცია გამართა. ცენტრის მიზანი შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ საზოგადოების სწორი ინფორმირებაა. ამოქმედდება ცხელი ხაზი რომლის მეშვეობითაც უკვე შესაძლებელია შრომის უფლებებსა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ სამართლებრივ საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მიღება . ცნობილია, რომ კონსულტაციები გაიმართება, როგორც დასაქმებულებთან, ასევე დამსაქმებლებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან.