„აქსის თაუერში“ „საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის“ ტრადიციული დაჯილდოება გაიმართა
„აქსის თაუერში“ „საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის“ ტრადიციული დაჯილდოება გაიმართა. ასოციაციამ, შიდა გამოკითხვის შედეგად სპორტსმენები და ჟურნალისტები 11 ნომინაციაში დააჯილდოვა. მთავარი ჯილდო - წლის საუკეთესო სპორტსმენი,ლაშა ტალახაძეს გადაეცა. წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი გახდა, წლის მწვრთნელად გიორგი ასანიძე, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კი ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა. სპორტულ ორგანიზაციებთან პარტნიორობისთვის საგანგებო ჯილდო მიიღო „სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის“ პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
