პაკისტანის ქალაქ ფეშავარში მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა
პაკისტანის ქალაქ ფეშავარში მეჩეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 59-მდე გაიზარდა, 150-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია. პაკისტანის სპეცსამსახურების ინფორმაციით, მეჩეთში, სავარაუდოდ, თვითმკვლელმა ტერორისტმა ლოცვის დროს აიფეთქა თავი. შემთხვევის დროს ადგილზე 300-დან 400-მდე პოლიციელი იმყოფებოდა. ქალაქის იმ რაიონში, სადაც მეჩეთი მდებარეობს, პოლიციის ოფისი, ასევე სადაზვერვო და კონტრტერორისტული ბიუროებია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, მედიაში გავრცელებული ცნობით, აფეთქებას სპეცსამსახურები პაკისტანში მოქმედ „თალიბანის“ დაჯგუფებას უკავშირებენ.
