შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60-ზე მეტი „ბრედლის“ საბრძოლო მანქანა გაგზავნა
შეერთებულმა შტატებმა უკრაინაში 60-ზე მეტი „ბრედლის“ საბრძოლო მანქანა გაგზავნა. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობა იტყობინება. რაც შეეხება ეფ-16-ტ მოიერიშეებს, შეერთებული შტატები უკრაინას ამ სამხედრო მანქანებს არ მიაწვდის. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა. საკითხი მას შედეგ გახდა აქტუალური, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა სამხედრო თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნა არ გამორიცხა, მოგვიანებით კი პოლონეთმა განაცხადა, რომ მზად არიან უკრაინას ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები - F-16 გადასცენ, თუკი შეერთებული შტატები მწვანე შუქს აუნთებთ.
