ომი უკრაინაში
უკრაინაში 11 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში რუსულმა აგრესიამ 7 ათას 110-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეიწირა. 11 ათას 500-ზე მეტი კი დაშავდა. ასეთია გაეროს მონაცემები, სადაც იმასაც აცხადებენ, რომ ომის შედეგების რეალური სტატისტიკა გაცილებით მეტი შეიძლება იყოს. უკრაინა ომის წლისთავისათვის რუსული ძალების კიდევ უფრო გააქტიურებას ელოდება. ქვეყნის მთავრობამ შესაბამის უწყებებს უკრაინის არმიისთვის სახელმწიფო შესყიდვის სისტემის განახლება დაავალა. ოფიციალური კიევი კი დასავლეთის მიერ დაპირებულ დახმარებას ელის, პარალელურად, მოლაპარაკებებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანასთან მართავს. რუსულმა ტერორმა ყველგან და ყველაფერში უნდა წააგოს, აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
