ლევანი ხაბეიშვილი პარტიულ თანამდებობეს ანაწილებს
ლევანი ხაბეიშვილი პარტიულ თანამდებობეს ანაწილებს. ნაციონალურ მოძრაობაში თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ დიდი საკადრო ცვლილებებია. ვიდრე ვაკანტურ პოსტებს გადაინაწილებენ მმართველ გუნდში ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესს აფასებენ. ქართულ ოცნებაში ლევან ხაბეიშვილის პერსონა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის პოსტზე კომიკურია. ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესები კი თვითლუსტრაციის მორიგ ეტაპად შეაფასეს. წაგებული ნიკა მელიას თანამოაზრეები იმედოვნებენ, რომ ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარედ დანიშვნა „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდის დაშლის მიზეზი არ გახდება. შიდაპარტიულ არჩევნებში ხაბეიშვილმა ხმების 52%-ზე მეტი აიღო და მან ნიკა მელიას 5,180 ხმით აჯობა.
