მოლდოვის ვიცე-პრემიერი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა
მოლდოვის ვიცე-პრემიერი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ერთად სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო. ოლეგ სერებრიანმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან დეტალური მოსიმნიან ინფორმაცია , თუ რახდება ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე , კერძოდ გადაადგილების, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული შეზღუდვების, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავების, ასევე ადამიანის უფლებათა სხვა უხეში დარღვევებისა და ინციდენტების თაობაზე.
