ავსტრიის კანცლერის ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულ გზავნილებს პოზიტიურად აფასებენ მმართველ პარტიაში
ავსტრიის კანცლერის ვიზიტის ფარგლებში გაკეთებულ გზავნილებს პოზიტიურად აფასებენ მმართველ პარტიაში. განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ კანცლერის მხრიდან ევროინტეგრაციის გზაზე მიღებულ მხარდაჭერაზე. რაც შეეხება პოლარიზაციის დასრულებას , „ქართული ოცნების“ ლიდერების განმარტებით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი , რომელიც მკვეთრად ემიჯნება ევროკავშირის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, 12-პუნქტიანი გეგმის სრულფასოვნად შესრულებას აზიანებს . შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში აუცილებელია ოპოზიციის ჩართვაც, რადგან პირველივე რეკომენდაცია, რომელიც დეპოლარიზაციის ეხება, პრემიერის განცხადებით, ოპოზიციასთან თანამშრომლობის გარეშე ვერ შესრულდება.
