ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის კანცლერი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ავსტრიის კანცლერი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა კარლ ნეჰამერთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, უკრაინაში მიმდინარე ომი და რეგიონში არსებული ვითარება განიხილა. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს. შეხვედრისას აღინიშნა, რომ საქართველომ ინსტიტუციური რეფორმები უნდა გააგრძელოს. ამავე დროს, ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და რუსეთის ფედერაციას აჩვენოს, რომ საქართველოს ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს .
