ევროინტეგრაციის გზაზე ავსტრია საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერია
ევროინტეგრაციის გზაზე ავსტრია საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერია. ამ კონკრეტული გზავნილით დატოვა თბილისი ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა. საქართველოდან გამგზავრებმადე კარლ ნეჰამერსა და ავსტრიის დელეგაციას პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალური ვახშამზე უმასპინძლა. ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა მთაწმინდამდე ფუნიკულიორის ტრამვაით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. დღის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური კანცლერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა.
