ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება
ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. აშენდება 330 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 ბაღს. საკითხზე, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის, 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს, ტენდერები კი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
სიუჟეტის ავტორი: ნინო ჩუბინიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
