უკრაინაში ომის 341-ე დღეა
რუსულმა არმიამ ინტენსიური სარაკეტო იერიშები მიიტანა ქალაქ ხერსონზე, რუსულმა ჭურვებმა საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფო და სკოლის შენობა დააზიანა. ხარკოვის ცენტრში კი, რუსული რაკეტა საცხოვრებელ სახლს დაეცა , გარდაცვლილია 1 ადამიანი. მაშველებმა ნანგრევებიდან 20 ადამიანის გამოყვანა შეძლეს.
