კალიფორნიის შტატის ქალაქ ოკლენდში საპროტესტო მსვლელობა მოეწყო
აქციის მონაწილეებმა დაღუპული ტაიერ ნიკოლსისთვის სამართლიანობის აღდგენა მოითხოვეს. ნიკოლსი პოლიციის ოფიცრებმა, ქალაქ მემფისში, ავტომობილის შესაძლო გადამეტებული სიჩქარით ტარებისთვის 7 იანვარს გააჩერეს და სცემეს. შედეგად, 29 წლის შავკანიანი მამაკაცი დაიღუპა. აქციის მონაწილეების განცხადებით, სამართალდამცელები შავკანიანების სიცოცხლეს არ უფრთხილდებიან. ნიკოლსის ცემაში მონაწილე ოფიცრები პოლიციის დეპარტამენტიდან გაუშვეს და მკვლელობის მუხლით ბრალი წაუყენეს.
