ერდოღანმა მაკრონი გააკრიტიკა
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, საფრანგეთის ლიდერი, ემანუელ მაკრონი პატიოსანი არ არის. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს რომ საერთაშორისო პოლიტიკა პატიოსნებაზე უნდა იყოს აგებული, თუმცა ეს თვისება ბევრმა პოლიტიკურმა ლიდერმა დაკარგა. თურქეთის პრეზიდენტის განმარტებით, საფრანგეთს აფრიკაში რეპუტაცია ელახება. ასევე მაკრონი საკუთარ პარლამენტში ნდობას კარგავს. ერდოღანმა ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზეც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ თურქეთი შესაძლოა ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას დათანხმდეს, მაგრამ შვედეთს მხარი არ დაუჭიროს.
