ვითარება უკრაინაში
ინტენსიური ცეცხლის ქვეშ მოექცა ქალაქი ხერსონი, სადაც რუსულმა ჭურვებმა საცხოვრებელ სახლები, საავადმყოფო და სკოლის შენობა დააზიანა. მსხვერპლია ქალაქ ხარკოვშიც. სადაც რუსული რაკეტა მრავალსართულიან სახლს მოხვდა. მძიმე ვითარებაა უკრაინის აღმოსავლეთით. ოფიციალური კიევი თავდასხმების მოსაგერიებლად, დასავლეთისგან ტანკებს, შემდეგ უკვე მოიერიშე თვითმფრინავებს ითხოვს.
