განათლების კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრეზენტაცია გაიმართა
ფონდი სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა. მიზანი კი უმაღლესი განათლების ხელშეწყობა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერაა. დღესვე გიორგი ამილახვარმა, მაღალმთიან რაიონებში სკოლების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა.
