ირაკლი შოთაძე აშშ-ის სირაქიუზის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა
გენერალური პროკურორი, ამერიკელ მოსამართლეს, შეერთებულ შტატებში სირაქიუზის უნივერსიტეტის უსაფრთხოების პოლიტიკისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორს და ამავე უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილეს, შეხვდა. ამერიკის დელეგაციის წევრებს, პროკურატურის მიერ განხორციელებული, ასევე მიმდინარე რეფორმების და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. შეხვედრაზე ისაუბრეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, პროკურატურის დამოუკიდებლობის გაძლიერების, ეფექტიანი საქმიანობის და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯების შესახებ.