საქართველოში სამუშაო ვიზიტით, მოლდოვის ვიცე-პრემიერი იმყოფება
ოლეგ სერებრიანი თბილისში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მოიწვია. სახელმწიფო მინისტრმა და მოლდოვის ვიცე-პრემიერმა საქართველოსა და მოლდოვაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების პროცესზე და მთავრობების მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრეს. განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ვიცე-პრემიერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. მოლდოვის ვიცე-პრემიერი საოკუპაციო ხაზთანაც ჩავა.
