ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს
ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, რომელიც სასჯელის გადავადება ან გათავისუფლებას ეხება. იკითხებიან ცენტრ "ემპათიის" ექსპერტები. მანამდე მოსამართლემ დააკმაყოფილა პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა. საქმეს სამხარაულის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა დაურთო და სხდომაზე დაკითხავენ ექსპერტებსაც.
