პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბასკეთში მთავრობის მეთაურსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება
განიხილავენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ორმხრივი ურთიერთობებსა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს. დღესვე ირაკლი კობახიძეს ესპანეთის სამეფოს ბასკეთის რეგიონის მმართველი პარტიის თავმჯდომარე უმასპინძლებს. ირაკლი კობახიძეს ბილბაოში საბინო არანას ფონდის უმაღლესი ჯილდო, ქართულ-ბასკური მეგობრობის გაღრმავებისთვის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისთვის გადაეცა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბასკეთში ვიზიტის შესახებ წერს ესპანური მედია.
