პრემიერა ბათუმის დრამატულ თეატრში
ბათუმის დრამატულ თეატრში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის სპექტაკლის - „სოფელსა შინა“ - საპრემიერო ჩვენება გაიმართა. ალექსანდრე ქანთარიამ წარმოდგენა, მიხეილ ჯავახიშვილის პიესის - „შერცხვენილნის“ მიხედვით დადგა. პრემიერას კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და აჭარის კულტურის მინისტრი ესწრებოდნენ.
