მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
ქვეყნის მასშტაბით, კვირის განმავლობაში, დროგამოშვებით ღრუბლიანობაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა, ხოლო მთაში თოვლია ნავარაუდევი, აღმოსავლეთ საქართველოშიც ნალექი, ღამით უმეტესად, თოვლის სახით. სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში ჰაერის ტემპრატურა ღამით 2, დღისით კი, 10 გრადუსის ფარგლებში იქნება. მოკლევადიანი პროგნოზით, უახლოეს დღეებში საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონის მატებაც.
