თავდასხმა ირანზე
ირანის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის უკან ისრაელი დგას. ამის შესახებ „ვოლ სტრით ჯორნალი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატები და ისრაელი ირანის ბირთვული და სამხედრო ამბიციების შესაკავებლად გზებს ეძებენ, რაზეც ის გარემოება მიანიშნებს, რომ თავდასხმის სამიზნე კოსმოსური კვლევების ცენტრის კუთვნილი ობიექტი გახდა. როგორც ისრაელის მედია წერს, დრონებით მიყენებული დარტყმების შედეგად, კომპლექსი მნიშვნელოვნად დაზიანდა. თავდასხმასთან კავშირი ისრაელის მხარეს არ დაუდასტურებია. ოფიციალური ბრალდება ისრაელის წინააღმდეგ , არც თეირანში გავრცელებულა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში მხოლოდ ის განაცხადეს, რომ მსგავსი თავდასხმებით, ირანის ბირთვული პროგრამას ვერ შეაჩერებენ.
