ვიქტორ ორბანის განცხადება
უნგრეთის პრემიერ- მინისტრის განცხადებით პუტინი უკრაინაში ომზე უარს არ იტყვის, რადგან მოახლოებულ არჩევნებში წაგების ეშინია. ვიქტორ ორბანის თქმით, კრემლის ლიდერს კარგად ესმის, რომ უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს ვერ მოიგებს, თუნდაც მასობრივი გაყალბებით. „რუსეთმა ისტორიულად აჩვენა, რომ ომების დასაწყისში სუსტია კორუფციის, დაუდევრობის, მეთაურების არაკომპეტენტურობისა და საშინელი ტაქტიკური შეცდომების გამო, თუმცა ძალიან მალე იცვლება, ძალების მობილიზებას ახდენს და სწრაფად სწავლობს,“-აღნიშნა ორბანმა.
