„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბასკეთში ვიზიტს გამოეხმაურა ესპანური მედია
„ ირაკლი კობახიძემ, უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო და აღნიშნა, რომ მისი ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. მან კმაყოფილება გამოთქვა , რომ აქამდე გამოირიცხა საქართველოს ომში ჩართვის შესაძლებლობა. კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბასკეთს უამრავი ტრადიცია აერთიანებთ და მომავალში ამ კავშირების გაძლიერების მოწოდებით გამოვიდა. გარდა ამისა, მას მიაჩნია, რომ ბასკეთს შეიძლება საკვანძო როლი ჰქონდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფების მხარდაჭერაში.’’ - აღნიშნულია სტატიაში.
