ვლადიმერ პუტინი ბორის ჯონსონს დაემუქრა
ვლადიმერ პუტინი ბორის ჯონსონს სარაკეტო დარტყმით ემუქრებოდა. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის თქმით, ერთ-ერთი სატელეფონო საუბრისას კრემლის ლიდერმა მას პირდაპირ განუცხადა, რომ ლონდონის დაბომბვა მისთვის ერთი წუთის საქმე იყო. ჯონსონის განცხადებით, ომის დასაწყისში ის ტელეფონით ვოლოდიმირ ზელენსკისაც დაუკავშირდა და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა შესთავაზა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა კიევის დატოვებაზე უარი თქვა.
