ფოთის შუქურა
შუქურა არის მიზანი, რომელიც ადამიანის ცხოვრებისეულ გზას წარმართავს. ჩაქრება შუქურა და ადამიანიც იკარგება მის ორომტრიალში. აი ასეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის ადამიანისთის. ადამიანი-მეზღვაურისთვის კი ორმაგად ძვირფასი. როგორც კი ჰორიზონტზე სხივი გამოჩნდება, ე.ი, ხმელეთიც აქვეა. ფოთის შუქურა არაერთი ისტორიისა თუ გემის გზამკვლევი გამხდარა. ის უკვე საუკუნეზე მეტია შინ დასაბრუნებელ სხივს ანათებს. ნიკო ნიკოლაძის მიერ დაგეგმარებული უძველესი ქალაქი ფოთი 1858 წელს საპორტო ქალაქად გამოცხადდა, შესაბამისად სანავიგაციო ნაგებობის აგების აუცილებლობაც გაჩნდა. ასე და ამგვარად ინგლისელი ინჟინრების მონაწილეობით 40 მეტრის სიმაღლის შუქურა აიგო. ის მდინარე რიონისა და შავი ზღვის შესართავთან განათავსეს და წლებია ქალაქის სიმბოლოსაც წარმოადგენს. შუქურას ახლა თავისი მცველიც ჰყავს და უამრავ ვიზიტორს მასპინძლობს. ვიზიტორთა შორის ჩვენი ჟურნალისტი საბა ხვიჩიაც იყო.