საწვავის ხარისხი
გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო რომ გამონაბოლქვია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. გამონაბოლქვს, გაუმართავ ავტომობილთან ერთად, რა თქმა უნდა უხარისხო საწვავიც ქმნის. ამიტომ თუ გვინდა, რომ პრობლების გადაჭრის გზას დავადგეთ, ამ პრობლემის ყველა რგოლი უნდა მოვაგვაროთ. ასეთად შეიძლება ჩავთვალოთ დაბალი სტანდარტის დიზელის ბაზრიდან გაქრობა. 2023 წლიდან ყველა ავტოგასამართი სადგურისთვის ეს სტანდარტი ევრო-5-ის დიზელით განისაზღვრა. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ ხარისხი ყოველთვის მაღალ ფასს უდრისს. ეკოლოგია რა თქმა უნდა უმთავრესი კომპონენტია, მაგრამ ფინანსური ნაწილიც, არანკელბ საყურადღებო თემაა. ამიტომ ნუცა ტრაპაიძე დაინტერესდა, შეცვლის თუ არა ეს ვალდებულება დიზელის ღირებულებას და საერთოდ, რა ვითარებაა საწვავის ფასებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი საფულის საზომ კრიტერიუმად გამოგვადგება.
