სააკაშვილის აღიარება
ნაციონალურ მოძრაობას თავისი გასაჭირი არ ჰყოფნიდა, რომ შპიგელისთვის მიცემული ინტერვიუთი მიხეილ სააკაშვილმა ცეცხლს ნავთი დაასხა. ეს ხანძარი ისეთი ძლიერი გამოდგა, რომ მთელი ღამის განმავობაში ორად გაყოფილი პარტიის ორივე ფრთა ხან ერთი ფეიკით ცდილობდა მის ჩაქრობას და ხან მეორეთი, მაგრამ ფრაზა: „გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში, საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ“ - ვერაფერმა გაანეიტრალა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ამ სკანდალმა ვანო მერაბიშვილს წერა დააწყებინა. სხვათა შორის სააკაშვილმა ამ ინტერვიუში მერაბიშვილი ღიადაც ახსენა, როცა გირგვლიანის საქმის გამო თავის დროზე მისი არგადაყენება ინანა. მოკლედ, რა გავიგეთ შპიგელიდან, სადაც ექს-პრეზიდენტის რამდენიმე აღიარება მოვისმინეთ: პირველი, რომ სააკაშვილი საქართველოში საკუთარი ნებით არ ჩამოსულა. მეორე: ჩამოსვლა აგენტებმა დაუგეგმეს და მესამე: ეს აგენტები არც მეტი არც ნაკლები რუსეთის ჩანერგილები არიან. ყველაზე თვალსაჩინო კი ამ ინტერვიუს შემდეგ ის იყო, რომ აგენტების ძიება მისმა პარტიამ შორს კი არა, საკუთარ რიგებში დაიწყო. ლევან მორჩიაშვილი ნაციონალური მოძრაობის გასაჭირზე გვიამბობს.
