ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული არინა საბალენკა გახდა
ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებული არინა საბალენკა გახდა. ბელარუსმა ჩოგბურთელმა ელენა რიბა კინას სამ სეტში, ოთხით ექვსი, ექვსით სამი და ექსვით ოთხი აჯობა. მსოფლიო რეიტინგის მე-5 ნომერმა პირველი სეტი დათმო, თუმცა ბოლო ორი მოიგო და დიდი სლემის ტურნირზე ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა. შეხვედრა 2 საათი და 29 წუთი გაგრძელდა. ამ დროში საბალენკას 17 ეისი და 7 ორმაგი შეცდომა, ყაზახ ჩოგბურთელს კი 9 ეისი და მხოლოდ 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა. ხვალ მამაკაცთა ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და სტეფანოს ციციპასი შეხვდებიან.
