პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე
დღეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა. თარიღთნ დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით, მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებები მიმდინარეობს. შემეცნებითი აქტივობები ყველა ასაკობრივ კატეგორიაზეა გათვლილი და მოიცავს საჯარო ლექციებს, ღია გაკვეთილებს და ვიდეო რგოლების პრეზენტაციას. ღონისძიებას საკანონმდებლო, სასამართლო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე.
