G7-ის ქვეყნების ელჩები ალექსანდრ ნოვიკოვს შეხვდნენ
„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ხაზი გაუსვეს კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობას უკრაინისთვის საგარეო დახმარების გაზრდის კონტექსტში. ამის შესახებ საუბარი იყო დიპლომატებისა და უკრაინის „კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელის, ალექსანდრ ნოვი კოვის შეხვედრაზე. „ ჩვენ ხაზი გავუსვით კორუფციასთან ბრძოლის კრიტიკულ მნიშვნელობას უკრაინისთვის საგარეო დახმარების გაზრდის კონტექსტში და ქვეყნის აღდგენისა და აღმშენებლობის დროს. აღნიშნულია ინფორმაციაში რომელსაც ტვიტერზე დიდი შვიდეულის ქვეყნების ელჩების ჯგუფის თავმჯდომარე, იაპონური მხარე ავრცელებს.
