„საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030“
პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან და მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა. მთავრობის მეთაურმა სამუშაო თათბირზე 2023 წელს განსახორციელებელი გეგმები და ძირითადი პრიორიტეტები მიმოიხილა. საუბარი შეეხო ,საქართველოს განვითარების სტრატეგია ხედვა 2030-ის იმპლემენტაციის დინამიკას. შეხვედრაზე განიხილეს მსხვილი პროექტები, რომლებზეც ეკონომიკის სამინისტრო პრემიერ მინისტრის დავალებით მუშაობს. ეკონომიკისა მინისტრმა და მოადგილეებმა პრემიერს მიაწოდეს ინფორმაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ 2023 წელს დასრულდება მუშაობა თბილისის აეროპორტის გენერალური განვითარების გრძელვადიან გეგმაზე, მათ შორის, ახალი ტერმინალისა და აერო დრომის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ხაზი გაესვა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და ტურიზმის მზარდი დინამიკის უზრუნველყოფისთვის თბილისისა და სხვა აეროპორტების განვითარების მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. განიხილეს ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის პროექტი , რომელიც საქართველოს მთავრობისთვის ერთერთი პრიორიტეტულია და რომელსაც სახელმწიფო კერძო ინვესტორთან ერთად ააშენებს.
