17 წელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან
დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 17 წელი გავიდა. 2006 წლის 27 იანვარს შარდენ ბარში მომხდარი ინცინდეტის შემდეგ, 28 წლის სანდრო გირგვლიანის ცხედარი ოქროყანის სასაფლაოსთან მეგობრებმა იპოვეს. მას სხეულზე წამების კვალი ეტყობოდა. ამ დანაშაულის შესახებ საზოგადეობამ პირველად სწორედ ტელეკომპანია “იმედისგან ” შეიტყო. სასტიკი დანაშაული გასცდა ერთი ოჯახის ტრაგედიას და სამართლის მოთხოვნით ხალხი ქუჩაში გამოვიდა. მაშინდელმა სასამართლომ ფაქტზე კონსტიტუციური დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი გაასამართლა და საქმე დახურულად გამოაცხადა. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ კი, სამართლომ დამანაშავედ ცნო ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და მისი ხელისუფლების მაღალჩინოსნები. მკვლელობიდან 17 წლის თავზე ამ ტრაგედიის შემოქმედთა მფარველი და ნაც მოძრაობის რეჟიმის ხერხემალი ვანო მერაბიშვილი ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად იბრძვის და ამისთვის უკვე თანა პარტიელებსაც აღარ ზოგავს.
