უნგრეთის პრემიერის გადაწყვეტილება
უნგრეთი რუსეთის ბირთვულ ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ევრო კავშირის შესაძლო სანქციებს ვეტოს დაადებს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ მინისტრმა, უნგრეთის სახემწიფო რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ბირთვული ენერგეტიკისთვის სანქციების დაწესების გეგმა განხორციელდეს, ეს გამორიცხულია“. განაცხადა ვიქტორ ორბანმა. აღსანიშნავია, რომ უნგრეთში მდებარეობს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აშენებული ბირთვული ელექტრო სადგური „პაკში“, რომლის გაფართოებასაც ბუდაპეშტი „როსა ტომთან“ ერთად გეგმავს. უნგრეთის მთავრობა ხშირად აკრიტიკებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ევროკავშირის სანქციებს და აცხადებს, რომ შეზღუდვებს რუსეთი მნიშვნელოვნად არ შეუსუსტებია, თუმცა ისინი ევროპის ეკონომიკის განადგურების საფრთხეს ქმნიან.
