მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე კვლავ დაძაბული ვითარებაა
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე კვლავ დაძაბული ვითარებაა. ისრაელსა და პალესტინას შორის ურთიერთობის გამწვავება ამჯერად ისრაელის მიერ ჩატარებულმა სპეცოპერაციამ გამოიწვია. მედიატორის როლს ასრულებს გაეროს სპეციალური ჯგუფი. მომდევნო კვირას საკითხის განსახილველად ისრაელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ესტუმრება.
