ირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ირანში, აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება, თავდამსხმელი დიპლომატიური უწყების დაცვის თანამშრომელი იყო. თეირანის პოლიციის ხელმძღვანელის განმარტებით, 50 წლის ბოროტმოქმედი საელჩოში ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მივიდა. მას თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და საელჩოს თანამშრომლებს თავს დაესხა. სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედი უკვე დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. აზერბაიჯანმა მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შესაფასა. თეირანის საგამოძიებო უწყება კი აცხადებს, რომ თავდამსხმელს პირადი მოტივი ჰქონდა.
