ბათუმში ვახტანგ გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბათუმში ვახტანგ გორგასლის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმის მერთან ერთად გაეცნო. პროექტი ითვალისწინებს გორგასლის ქუჩის კეთილმოწყობას . მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და ჭები, რეაბილიტირდება დაზიანებული ტროტუარები, ბორდიურები და ველობილიკი. სამუშაოების ღირებულება მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს და მიმდინარე წლის 20 ივნისს უნდა დასრულდეს. ამავე პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ფარნავაზ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია
