ტინი კოქსის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი მის პრორუსულობაზე ალაპარაკდა
ტინი კოქსის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი მის პრორუსულობაზე ალაპარაკდა. ნაციონალური მოძრაობა და მისი პარტნიორი პარტიები ამბობენ, რომ კოქსის არჩევით მოსკოვის დავალება შესრულდა. ეს იმ ფონზე, როდესაც ტინი კოქსმა 175 ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა უკრაინელმა კანდიდატმა 44. ლევან იოსელიანი, რომელმაც ხმა ტინი კოქსს მისცა, არსებულ ვითარებას კომიკურს უწოდებს და ამბობს რომ მისმა კოლეგებმა უცხოელ პარტნიორებს შეურაცხყოფა მიაყენეს. რადიკალური ოპოზიციის ბრალდებების პარალელურად, ტინი კოქსთან თანამშრომლობს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. ხატია დეკანოიძე განმარტავს, რომ ტინი კოქსზე კითხვის ნიშნები წარსულში იყო. დეკანოიძემ მხარი უკრაინელ კანდიდატს, ალექსანდრ მერეჟკოს დაუჭირა. ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს მმართველი გუნდი. „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ განმარტა, რატომ დაუჭირა მხარი ტინი კოქსს და არა უკრაინელ კანდიდატს. ალექსანდრ მერეჟკო მხარს უჭერდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
