ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს საქართველოს პრემიერი ეხმაურება
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს საქართველოს პრემიერი ეხმაურება. ციტატა: „დღეს, მთელ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, პატივს მივაგებთ ჰოლოკოსტის მსხვერპლი მილიონობით ადამიანის ნათელ ხსოვნას. განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავთ მათ მიმართ, ვინც სასწაულებრივად გადაურჩა კაცობრიობის ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ მოვლენას. ამ დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ აღარასდროს დავუშვათ მსგავსი ტრაგედიის განმეორებას და ვალდებულებას, რომ დავუპირისპირდეთ სიძულვილის ნებისმიერ გამოვლინებას, ვაშენოთ უფრო უსაფრთხო და თავისუფალი მსოფლიო“. წერს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი.
