"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდადტი გიორგი მუმლაძე გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობაზე საუბრობს
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდადტი გიორგი მუმლაძე გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, პარტიებს შორის თანამშრომლობა დიდი ხანია არსებობს, რასაც ნაციონალური მოძრაობის შეცდომად მიიჩნევს. მუმლაძის განცხადებით, სწორედ პარტიასთან „საქართველოსთვის“ თანამშრომლობამ განაპირობა ამომრჩევლის უნდობლობა ნაციონალური მოძრაობის მიმართ. გიორგი მუმლაძის ამ განცხადებამდე ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობაზე ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდნენ , თუმცა მხარეები არ ადასტურებდნენ.
