კოვიდის დადასტურების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
კოვიდის დადასტურების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას დამატებითი აპარატურისა და სპეციალურად ადაპტირებული პალატის გამოყენება არ ესაჭიროება. პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ისაუბრა. ზურაბ ჩხაიძის განმარტებით, კოვიდის დადასტურების შემდეგ კონსილიუმი შეიკრიბა და მკურნალობა დაინიშნა.
