სამზარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა
სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის. - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა. რატი ბრეგაძის განმარტებით, ექსპერტიზის ბიურომ უშუალოდ დასკვნა შეისწავლა, რომელიც ცენტრმა „ემპათიამ“ მოამზადა და ამის საფუძველზე მიიღო შესაბამისი შედეგი. მინისტრის თქმით, დასკვნა სასამართლოს წარედგინება.
