სტრასბურგის პარალელურად საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა დიდ ბრიტანეთში
სტრასბურგის პარალელურად საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა დიდ ბრიტანეთში. უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მე-8 რაუნდის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილი დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საკითხებში ჯეიმს კლევერლის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი. ბრიტანეთის მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა როგორც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. უორდროპის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში, ხელი მოეწერა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის რეადმისიისა და საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებებს.
